пятница, 19 декабря 2008 г.

GEARN-ის საცდელი პროექტი-შიდსი-მე-20 საუკუნის დაავადებაა

1. პროექტის სახელი: პროექტი ”შიდსი -მე-20 საუკუნის დაავადებაა”



2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, დაამუშავებენ, გაანალიზებენ და აგზავნიან ინფორმაციას დაავადების ისტორიის და მისი გადაცემის გზების შესახებ.

მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს.



3. პროექტის სრული აღწერა: მონაწილე ბავშვები იკლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სწავლობენ დაავადების ისტორიას, შიდსის გავრცელება მსოფლიოში, საქართველოში,აივ ინფექციის გადაცემის გზების შესახებ,ეცნობიან მიმდინარეობის ეტაპებს ,დაავადების სიმპტომებს დიაგნოსტიკის საშუალებებს და დაავადების მკურნალობის გზებს, აივ ინფექციის საშიშროების გაცნობიერება.

ისინი პასუხობენ შემდეგ კითხვებზე:
  • რა მიგაჩნიათ აღწერილი დაავების გამომწვევ მიზეზად?
  • რა იწვევს იმუნოდეფიციტს?
  • როგორ აღმოვაჩინოთ აივ-ი?
  • რა მიმართულებით მიმდინარეობს შიდსის მკურნალობა?
  • რა რჩევებს მისცემთ დაავადებულს?
  • რა არის პრევენცია( პროფილაქტიკა) ?
  • რომელი სხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად არის შესაძლებელი პრევენციული ღონისძიების გატარება და რამდენად აუცილებელია?

  • რით განსხვავდება სხვა დაავადების პრევენციული ღონისძიებები შიდსის პრევენციისგან?




4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-16წლის/7-11-ე კლასები



5. ვადები/ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2-3 თვე სასწავლო წლის განმავლობაში


6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება, ვებ გვერდების გაქეთება, კითხვარების შექმნა, ინტერვიუს აღება, სურათების გადაღება,ბლოგების გაქეთება, სიტუაციური ბარათების შექმნა.


7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ-ბლოგები, ანტირეკლამების შექმნა, ფოტოგამოფენის მოწყობა ,დიაგრამების აგება, ბუკლეტების შექმნა და პრეზენტაციები.



8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მეტს შეიტყობენ დაავადების და მისი გადაცემის შესახებ.

შიდსი არ ინკურნება, არ არსებობს ვაქცინა მის წინააღმდეგ! ამიტომ გამოსავალი ერთია

შიდსი არ უნდა დაგვემართოს.


9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული



10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტ.ტექნოლოგიები- გაიუმჯობესენ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გამოქვეყნება.

ისტორია- სწავლობენ დაავადების ისტორიას

გეოგრაფია- რა ქვეყნებში და რა მიზეზები გამოიწვიეს ამ დაავადების გავრცელება

ქიმია- აივ-ის ქიმიური აღნაგობა,იკლევენ რა ქიმიური ნივთიერებები შედის იმ პრეპარატებში , რომლებმიც გამოიყენება პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით.

ხელოვნება- ბუკლეტების გაკეთება, ნახატების შესრულება.

ქართული, რუსული- ამ ენების საშუალებით ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში მასალის მოძიება,დამუშავება



11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:



12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარინა არუთინოვი.



13 პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: http://www.arutinovi.m@gmail.com/



14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx/.1eac52e1



15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.shidsi.blogspot.com/